
გიორგი გახარია სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა
12/12/2019 12:20:26 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა.
სუამ-ის პლენარული სხდომის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ვლადიმირ ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
ხვალ კი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.