Accentnews.ge
ევროპული დაზვერვა: "ჰამასმა" ღაზას საავადმყოფოში საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხელოვნურად გააათმაგა

ევროპული დაზვერვა: "ჰამასმა" ღაზას საავადმყოფოში საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხელოვნურად გააათმაგა

21/10/2023 06:31:21 მსოფლიო

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ღაზას სექტორში ჰოსპიტალზე საჰაერო იერიშის შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა და არა თითქმის 500, როგორც პალესტინური დაჯგუფება "ჰამასი" ირწმუნებოდა. ამის შესახებ AFP-ს რამდენიმე ევროპული ქვეყნის სადაზვერვო უწყებების წარმომადგენლებმა განუცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ჰამასის "ამ სიცრუის შესახებ" ერთი დღით ადრე იუწყებოდა ამერიკული დაზვერვაც. "რა თქმა უნდა, არ ვცდილობ ამ ტრაგედიის დაკნინებას, მაგრამ სახეზეა "ჰამასის" დაუფარავი სიცრუის მორიგი მაგალითი. ამასთანავე, ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინელებს აკისრიათ და არა ისრაელს" - განუცხადეს Newsweek-ს ამერიკულ დაზვერვაში.

კიდევ უფრო ადრე დაღუპულთა "ჰამასის" მიერ დასახელებულ რაოდენობაში ეჭვი შეიტანა ისრაელმაც. "სად არის ეს 500-მდე გვამი?!" - განუცხადა The Times of Israel-ს ისრაელის არმიის პრეს-ატაშემ ჯონათან კონრიკუსმა.

ღაზას სექტორის ალ-ახლის ბაპტისტური საავადმყოფოს ეზოში აფეთქება 17 ოქტომბერს მოხდა. იმავე დღეს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე 471 ადამიანი, რომელთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან და მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა.

თავის მხრივ ისრაელმა პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურ ჯიჰადს" დააკისრა. ამის მტკიცებულებებს შორის ჟურნალისტებს წარუდგინეს ჩანაწერი, რომელზეც "ჰამასის" ერთი წევრი ეუბნება მეორეს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიას ხსენებული დაჯგუფების გაუმართავი რაკეტა მოხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S