Accentnews.ge
რუსულ გემებს შესაძლოა, ბალტიის ზღვა ჩაუკეტონ

რუსულ გემებს შესაძლოა, ბალტიის ზღვა ჩაუკეტონ

20/10/2023 19:35:55 მსოფლიო

რუსული გემების გავლა შესაძლოა ბალტიის ზღვაში დაიბლოკოს, თუ დადასტურდება მოსკოვის მონაწილეობა Balticconnector გაზსადენისა და შვედეთსა და ესტონეთს შორის სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი ნატოს ორი წევრის - ფინეთისა და ესტონეთის ხელისუფლებებთან უკვე განიხილეს. ჯერჯერობით მიღებულია გადაწყვეტილება ბალტიის ზღვაში პატრულირების გაძლიერების შესახებ.

„რა თქმა უნდა, ეს არის მთელი რიგი საზღვაო უფლებების საკითხი, მაგრამ თუ მკაფიოდ დადასტურდება, რომ ეს არის რუსეთი […], ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად უნდა ვთქვათ, რომ შეგვიძლია დავხუროთ ბალტიის ზღვა“, - თქვა რინკევიჩმა.

2019 წელს გაშვებული Balticconnector გაზსადენი, რომელიც გადის ბალტიის ზღვის ქვეშ და აკავშირებს ესტონეთსა და ფინეთს, 8 ოქტომბერს დაზიანდა. ნორვეგიის სეისმურმა სამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ დააფიქსირეს „შესაძლო აფეთქება“ ზღვის ფსკერზე. გამოძიება ვარაუდობს, რომ მილი განზრახ დააზიანეს.

Balticconnector – ერთადერთი მილსადენი, რომელიც ფინეთსა და ევროკავშირის გაზის სისტემას აკავშირებს – მომავალი წლის გაზაფხულამდე არ აღდგება.

შვედეთის ხელისუფლებამ 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ Balticconnector-ის პარალელურად დაზიანდა წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელიც.

ფინეთის ხელისუფლების გამოძიებაში ფიგურირებს რუსეთის საკონტეინერო გემი Sevmorput. სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-მა, რომელიც ფლობს გემს, უარყო ყოველგვარი კავშირი ინციდენტთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S