Accentnews.ge
მედია: აშშ და ევროპელი ლიდერები სთხოვენ ისრაელს, გადადოს სახმელეთო ოპერაცია

მედია: აშშ და ევროპელი ლიდერები სთხოვენ ისრაელს, გადადოს სახმელეთო ოპერაცია

20/10/2023 19:23:12 მსოფლიო

შეერთებული შტატები და ევროპის მთავრობები სთხოვენ ისრაელს, გადადოს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია, რათა მეტი დრო მოიგონ "ჰამასის" დაჯგუფების მძევლების გასათავისუფლებლად. ამის შესახებ The Wall Street Journal და Bloomberg ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინებიან.

ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხში კატარის მთავრობა მნიშვნელოვან მხარდაჭერას წევს. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ რთულია ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვისა და რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესების გამო.

მოლაპარაკებები მოძრაობა "ჰამასთან", რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ, დელიკატური პროცესია, რომელიც შესაძლოა, წარუმატებლად დასრულდეს, – ამბობენ წყაროები. თუმცა, მათი აზრით, ჯგუფი შეიძლება დათანხმდეს გაათავისუფლოს მინიმუმ რამდენიმე მოქალაქე. თანამოსაუბრეები არ გამორიცხავენ, რომ ჰამასი საპასუხო მოთხოვნებს არ დააყენებს.

მანამდე CNN-ის წყარომ განაცხადა, რომ "ჰამასმა" გაათავისუფლა ორი ამერიკელი მძევალი. "ისინი წითელ ჯვარს გადასცეს და ახლა გზაში არიან", – იუწყება არხი და დასძენს, ბოევიკები დათანხმდნენ მათ გათავისუფლებაზე "ჰუმანიტარული მიზეზების გამო", რადგან ერთ-ერთ მძევალს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. ჯერჯერობით უცნობია, ისინი ეგვიპტეში გადაიყვანეს, თუ ისრაელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S