Accentnews.ge
ბელგიის იუსტიციის მინისტრმა ტერაქტის გამო თანამდებობა დატოვა

ბელგიის იუსტიციის მინისტრმა ტერაქტის გამო თანამდებობა დატოვა

20/10/2023 19:11:50 მსოფლიო

ბელგიის იუსტიციის მინისტრმა ვინსენტ ქუიკენბორნმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტ სახელდება.

„როიტერის“ ინფორმაციით, ვინსენტ ქუიკენბორგმა ტერაქტის შემდეგ განაცხადა, რომ ტუნისელი თავდამსმხმელის, რომელმაც ორშაბათს საღამოს ბრიუსელში შვედეთის ორი მოქალაქე მოკლა, ექსტრადაციას ტუნისი ჯერ კიდევ 2022 წელს ითხოვდა, რაც ბელგიის იუსტიციის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა.

„ეს უპატიებელი შეცდომაა, რომელსაც დრამატული შედეგი მოჰყვა. მსურს, სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღო“, – განაცხადა მან მედიასთან.

ბელგიის პროკურატორის ინფორმაციით, თავდამსხმელი – 45 წლის აბდესლამ ლასუედი ევროკავშირის ტერიტორიაზე 2019 წელს შევიდა. მან თავშესაფარი ვერ მიიღო, თუმცა ბრიუსელში ცხოვრობდა და როგორც ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურმა მისი ადგილსამყოფელის მონიტორინგი ვერ შეძლო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S