სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი 29 მილიონი რუსის "განადგურების“ წინადადებით გამოვიდა
20/10/2023 18:23:24 მსოფლიო
რუსეთის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არ უჭერს მხარს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, უნდა იზოლირდეს ან განადგურდეს, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანდრეი გურულევმა პროპაგანდისტულ Rossiya-1-ის ეთერში.
თავდაცვის კომიტეტის წევრის გურულევის იდეის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების დაახლოებით 20% შეიძლება დაექვემდებაროს „განადგურებას“. ეს არის დაახლოებით 29 მილიონი ადამიანი, "როსსტატის" თანახმად, რომელიც ქვეყნის მუდმივ მოსახლეობას 146,4 მილიონ ადამიანად აფასებს.
ამ დროისთვის "პრეზიდენტს საზოგადოება 80%-ით ენდობა", - თქვა გურულევმა კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის შოუში. ”ეს არის ერთიანობის დონე, რომელიც დღეს გვაქვს”, - თქვა მან.
”და მე ვისურვებდი, რომ მთელი ეს მომპალი ნაწილი, რომელიც რჩება, თუ არ იზოლირდება, მროგორმე განადგურდეს აინც”, - თქვა გურულევმა.
მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ პუტინი გაიმარჯვებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წლის მარტში.


