Accentnews.ge
ბჟანია: ნაადრევია იმის თქმა, რომ ბელარუსი აფხაზეთის აღიარებისთვის მზადაა, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს

ბჟანია: ნაადრევია იმის თქმა, რომ ბელარუსი აფხაზეთის აღიარებისთვის მზადაა, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს

20/10/2023 17:05:32 მსოფლიო

ნაადრევია იმის თქმა, რომ ბელარუსი მზადაა, აღიაროს აფხაზეთი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს – ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია აფხაზეთსა და ბელარუსს შორის კონტაქტების დამყარების ფაქტი, რის გამოც თვის ბოლოს აფხაზეთის დელეგაცია ბელარუსში გაემგზავრება.

ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთს საკავშირო სახელმწიფოში არავინ აიძულებს შესვლას და ამ საკითხის გადაწყვეტისას ყველა დეტალი იქნება განხილული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S