Accentnews.ge
ბაიდენმა კონგრესისგან უკრაინისა და ისრაელისთვის ჯამში 106 მლრდ დოლარის ოდენობის პაკეტი მოითხოვა

ბაიდენმა კონგრესისგან უკრაინისა და ისრაელისთვის ჯამში 106 მლრდ დოლარის ოდენობის პაკეტი მოითხოვა

20/10/2023 16:59:25 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესისგან მოითხოვა უსაფრთხოების ზომებისთვის განკუთვნილი უზარმაზარი, 106 მლრდ დოლარის ოდენობის პაკეტი, რომელიც 61 მილიარდ დოლარს შეიცავს უკრაინის დასახმარებლად და 14 მილიარდს - ისრაელისთვის. ამის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა 20 ოქტომბერს.

გუშინ ერისადმი მიმართვაში ბაიდენმა ერთმანეთთან დააკავშირა უკრაინაში რუსეთის შეჭრა და რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლების თავდასხმა ისრაელზე.

დაფინანსების მოთხოვნა აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერისთვის, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

დაფინანსება ნიშნავს, რომ ისრაელი დახმარებას მიიღებს მძევლების გასათავისუფლებლად და ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად იმ სამოქალაქო პირებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ „ჰამასის“ საშინელი ტერორისტული თავდასხმის“ შემდეგ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში, ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინისთვის მოთხოვნილი თანხა განკუთვნილი იქნება წვრთნის, აღჭურვილობისა და შეიარაღებისთვის, რათა დაეხმაროს მას, „თავი დაიცვას და დაიბრუნოს საკუთარი სუვერენული ტერიტორიები და რუსეთის აგრესიისგან დაიცვას უკრაინელი ხალხი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S