
აღსრულების ეროვნული ბიურო: უწყებამ 2023 წლის 9 თვის განმავლობაში 300 ათასზე მეტ მოქალაქეს სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია
20/10/2023 10:40:41 საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, უწყებამ 2023 წლის 9 თვის განმავლობაში 300 ათასზე მეტ მოქალაქეს სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, 2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურმა 323 837 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის: პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 23 509 მოქალაქეს შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 295 194 მოქალაქის სატელეფონო ზარს; პასუხი გაეცა ონლაინ სივრცეში მიღებულ 5134 შეკითხვას; აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, დაგვიკავშირდეს (032) 2 749 649, მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge ან მოგვწეროს ბიუროს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.