პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს
20/10/2023 07:54:06 მსოფლიო
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ცნობით, მან მიმდინარე წლის მარტში მოიპარა ჩანთა, რომელშიც 500 000 პოლონური ზლოტი იყო.
ადგილობრივი მედია წერს, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კატოვიცეს მცხოვრებმა ქალმა ბანკიდან მნიშვნელოვანი თანხა აიღო და ნაღდი ფულით სახლში მანქანით ბრუნდებოდა. მართვისას მან შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული იყო, ამიტომ გაჩერდა და გადმოვიდა. მედია წერს, რომ მანქანის ორი საბურავი დახვრეტილი იყო, ქალს კი ადგილზე ჩანთა აღარ დახვდა.
ქურდობაში ბრალდებულს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.


