რუსეთმა Credit Suisse-ის 21-მილიონიანი აქტივები დააყადაღა
19/10/2023 16:53:34 მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის ქონება, მათ შორის ბანკის რუსულ შვოლობილ კომპანიაში არსებული ფულადი სახსრები (21 მლნ დოლარი) დააყადაღა.
Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში ამჯერად კალუგის გაზეენერგო ბანკმა შეიტანა.
რუსული მედიის ინფორმაციით, თავისი გადაწყვეტილებით სასამრთლომ დააყადაღა ასევე შვეიცარიელი კრედიტორის აქციები Credit Suisse-ის შვილობილებში - "ბანკ კრედიტ სვისაა" (მოსკოვი) და "კრედის სვისს სექიურითიში" (მოსკოვი),
თავად Credit Suisse-ის ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ ერთი სასამართლო განაჩენი უკვე გამოტანილია: მიმდინარე წლის აგვისტოში მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბანკ "ზენიტის" სარჩელი შვეიცარიული "იუბიესისა" და Credit Suisse-ის წინააღმდეგ, აუკრძალა რა ამ საბანკო სტრუქტურებს წილების განკარგვა რუსულ შვილობილ კომპანიებში - "იუბიეს" ბანკსა და "კრედის სვისს სექიურითიში". ამ შემთხვევაში სარჩელი უკავშირდებოდა Credit Suisse-ის გაკოტრებას მას შემდეგ, რაც ივნისში იგი სხვა შვეიცარიულმა ბანკმა - "იუბიესმა" შთანთქა და 13,6 მილიონი დოლარი დაუყადაღეს.


