Accentnews.ge
ლავროვმა რუსეთის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენება ურჩია

ლავროვმა რუსეთის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენება ურჩია

19/10/2023 16:42:06 მსოფლიო

რუსეთის მოქალაქეებმა ტურიზმისა და დასვენებისთვის ჩრდილოეთ კორეა უნდა აირჩიონ, - განაცხადა რუსეთის საქარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის მთავარმა დიპლომატმა ჩრდილოეთ კორეას "რუსეთის ახლო მეზობელი და დიდი ხნის პარტნიორი უწოდა".

ლავროვი ფხენიანს ოფიციალური ვიზიტით 18 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ჩრდილოეთ კორეელ ლიდერთან კიმ ჩენ ინთან, რომლის დროსაც ლავროვმა განაცხადა, რომ "რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, სტრატეგიულ დონემდე გაღრმავდა". მან ისიც გაიხსენა, რომ საბჭოთა კავშირმა "საკვანძო როლი ითამაშა იაპონიის კოლონიალური ბატონობისგან კორეის გათავისუფლების საქმეში".

მოლაპარაკებების შემდეგ ლავროვმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ "მოსკოვი და ფხენიანი სერიოზულად არიან შეშფოთებულები რეგიონში აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის აქტივობით და მხარს უჭერენ რეგულარული მოლაპარაკებების პროცესს კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების პრობლემატიკის შესახებ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S