
აშშ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
19/10/2023 16:47:40 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები საზღვარგარეთ მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.
მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაზრდილი დაძაბულობის, ტერორისტული თავდასხმების, დემონსტრაციების ან აშშ-ის მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი ქმედებების გამო სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს აშშ-ის საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე.
"იყავით ფხიზლად ტურისტულ ადგილებში; დარეგისტრირდით სმარტ მოგზაურთა ჩარიცხვის პროგრამაში (STEP), რომ მიიღოთ ინფორმაცია და შეტყობინებები, ასევე გამარტივდეს თქვენი მდებარეობის დადგენა საგანგებო სიტუაციებში; გამოიწერეთ სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდი Facebook-სა და Twitter-ზე", - აღნიშნულია განცხადებაში.