Accentnews.ge
ევროკავშირის მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან

ევროკავშირის მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან

19/10/2023 14:34:47 მსოფლიო

ევროკავშირის მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც Reuters იუწყება, "მინისტრებმა შეხვედრაზე საფრანგეთსა და ბელგიაში განხორციელებული ისლამისტური თავდასხმების შემდეგ საჭირო ნაბიჯები განიხილეს".

"მნიშვნელოვანია, რომ ის პირები, რომლებიც შესაძლოა, წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი კავშირისთვის, დაუყოვნებლივ იძულებით უნდა გააბრუნონ“, – განაცხადა ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანენსონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S