Accentnews.ge
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ალპებში მყინვარების უპრეცედენტო დნობაზე იუწყება

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ალპებში მყინვარების უპრეცედენტო დნობაზე იუწყება

19/10/2023 12:56:26 მსოფლიო

2022 წელს მსოფლიოს მდინარეების მესამედზე მეტი შეთხელდა და ტიბეტი, ალპები და ანდები კვლავ აგრძელებდნენ მყინვარების კარგვას, – ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ანგარიშში გლობალური წყლის რესურსების მდგომარეობის შესახებ.

ორგანიზაციის ცნობით, გლობალურმა დათბობამ, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა, პლანეტაზე ჰიდროლოგიური ციკლის მოშლა გამოიწვია. შარშან მსოფლიოს მდინარეების ნახევარზე მეტმა გადაუხვია ნორმას: 34% უფრო შეთხელდა, 21% უფრო შეივსო. WMO აღნიშნავს, რომ მონაცემები 2021 წლიდან არ შეცვლილა.

წყლის დიდი რეზერვუარების 60%-ზე მეტს ჰქონდა დაბალი ან ნორმალური წყლის შედინება, რაც წყლის მიწოდებაში პრობლემას ქმნის მზარდი მოსახლეობის და კლიმატის ცვლილების პირობებში.

„მესამე პოლუსმა“ - ტიბეტის, ჰიმალაის, პამირისა და ტიან-შანის აზიურმა მთის მასივებმა - 2000 წლიდან მყინვარების 4%-ზე მეტი დაკარგეს. მათი თოვლის საფარი მნიშვნელოვნად შემცირდა და გაიზარდა მყინვარული ტბების მოცულობა. „მესამე პოლუსი“ მტკნარი წყლით ამარაგებს თითქმის ორ მილიარდ ადამიანს.

"თოვლის საფარი ალპებში, რომელიც კვებავს მდინარეებს რაინს, დუნაისა და პოს, საშუალოზე ბევრად უფრო დაბალი იყო. ალპებში ასევე შეიმჩნეოდა მყინვარების „უპრეცედენტო“ კარგვა", აცხადებენ WMO-ში.

სუბტროპიკულ ანდებში თოვლი 2009 წლის ზამთრის შემდეგ სულ უფრო და უფრო ნაკლებად მოდის, რაც გავლენას ახდენს ჩილესა და დასავლეთ არგენტინის წყალმომარაგებაზე.

გაეროს მონაცემებით, 3,6 მილიარდი ადამიანი (მსოფლიოს მთელი მოსახლეობა დაახლოებით 8,1 მილიარდია) წელიწადში მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში მტკნარი წყლის ნაკლებობას განიცდის. 2050 წლისთვის ეს პრობლემა შეიძლება ხუთ მილიარდზე მეტ ადამიანს შეეხოს.

ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების საჭიროებისთვის წყლის ნაკლებობის გარდა, მდინარეების შეთხელება და მყინვარების დაკარგვა უარყოფითად აისახება წყალზე მიმოსვლაზე, სოფლის მეურნეობაზე და ჰიდროენერგეტიკაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S