Accentnews.ge
ყაზახეთმა106 სახეობის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთში რეექსპორტი აკრძალა

ყაზახეთმა106 სახეობის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთში რეექსპორტი აკრძალა

19/10/2023 08:55:14 მსოფლიო

ყაზახეთმა აკრძალა 100–ზე მეტი სახის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში, იუწყება სააგენტო KazTAG ვაჭრობისა და ინტეგრაციის ვიცე-მინისტრ კაირატ ტორებაევზე დაყრდნობით.

„ჩვენ ყველა საქონელს ვატარებთ ექსპორტზე, გარდა ომთან დაკავშირებულისა, რომელიც ექვემდებარება შეზღუდვებს. ეს არის 106 სახეობის პროდუქცია - ჩვენ მთლიანად ავკრძალეთ მისი ექსპორტი“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

ჩამონათვალშია: დრონები, ელექტრო ჩიპები და ელექტრონიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის. ტორებაევმა განმარტა, რომ საუბარია საქონელზე, რომელიც არ იწარმოებოდა ყაზახეთში, თუმცა წარსულში ყაზახეთის გავლით რუსეთში რეექსპორტი ხორციელდებოდა.

მაისში გამოქვეყნდა Big Stories-ის, OCCRP-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი გამოძიება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყაზახეთი მოქმედებს როგორც შუამავალი რუსეთისთვის მიკროჩიპებისა და დრონების მიწოდებაში, რითაც ეხმარება მას საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლაში. ყაზახეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 2022 წლის მაისიდან რუსეთში სამხედრო პროდუქციის მიწოდება სრულად აკრძალეს და ორმაგი დანიშნულების საქონელზე სპეციალური სერტიფიცირება და ექსპორტის ნებართვები შემოიღეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალმას აიდაროვმა აღიარა, რომ კერძო კომპანიები შეიძლება ჩაერთონ აკრძალული საქონლის რეექსპორტში, მაგრამ დაარწმუნა, რომ ხელისუფლება აკონტროლებს ამგვარ მიწოდებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S