აშშ და ეგვიპტე ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე შეთანხმდნენ
19/10/2023 06:16:54 მსოფლიო
აშშ და ეგვიპტე ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია ეგვიპტის ხელისუფლებამაც დაადასტურა.
„ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ ღაზას სექტორში, რაფაჰის ტერმინალის გავლით, ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე“, - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა აჰმედ ფაჰმიმ.
მისი თქმით, დახმარებას კოორდინაციას გაუწევენ ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ჯგუფებთან ერთად, გაერო-ს მეთვალყურეობის ქვეშ.


