Accentnews.ge
პრეზიდენტი ბაიდენი დღეს ამერიკელებს მიმართავს

პრეზიდენტი ბაიდენი დღეს ამერიკელებს მიმართავს

19/10/2023 05:17:39 პოლიტიკა, მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, 19 ოქტომბერს ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს ისრაელსა და უკრაინაში არსებული ვითარების გამო.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, პრეზიდენტი ამერიკელებს მიმართავს, რათა განიხილოს შეერთებული შტატების პასუხი ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ ტერორისტულ შეტევებსა და სასტიკ ომზე, რომელსაც რუსეთი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ.

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სატელევიზიო მიმართვა ვაშინგტონის დროით საღამოს 8 საათზე დაიწყება.

ტელეკომპანია CNN-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯო ბაიდენი ამერიკელებს განუმარტავს უკრაინის და ისრაელის დაფინანსების გაგრძელების აუცილებლობას და განაცხადებს, რომ უმოქმედობა გაცილებით ძვირად დაუჯდებათ. ტელეკომპანია NBC-ს წყაროთა ინფორმაციით, ამ კვირაში, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს კონგრესს მიმართოს ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის გამოყოფის წინადადებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S