Accentnews.ge
Bild: გერმანია ღაზადან მძევლების დასახსნელად სპეცრაზმს ამზადებს

Bild: გერმანია ღაზადან მძევლების დასახსნელად სპეცრაზმს ამზადებს

18/10/2023 19:31:41 მსოფლიო

ბუნდესვერმა კვიპროსზე ელიტური სპეცრაზმი განათავსა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას "ხამასის" ტყვეობიდან გერმანელების დასახსნელად, ასევე ღაზას სექტორიდან ან ლიბანიდან გერმანიის მოქალაქეების ევაკუაციისთვის,– იუწყება Bild ძალოვანი უწყებიდან საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

წყაროებმა განაცხადეს, რომ ადგილზე ყველა საჭირო აღჭურვილობა იქნა მიტანილი. გარდა ამისა, გერმანიის საზღვაო ძალების სპეცრაზმი, რომლებიც ცნობილია როგორც "საბრძოლო მოცურავეები", შორიახლოს იმყოფებიან იმ შემთხვევისთვის, თუ ზღვიდან გაძლიერება გახდება საჭირო. ასევე მობილიზებულია ფედერალური პოლიციის სპეცრაზმი, რომელიც სპეციალიზირებულია მძევლების გათავისუფლებაში. ბუნდესვერმა ასევე მოახდინა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების კონცენტრირება რეგიონში.

"მზად ვართ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის“, - ციტირებს გამოცემა "წყაროს.

მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჰამასის" ტყვეობაში ქვეყნის სულ მცირე რვა მოქალაქეა. ჯამში, სხვადასხვა მონაცემებით, ღაზას სექტორში ტყვეობაში 200–მდე მოქალაქეს ამყოფებენ, მათ შორის, 100–მზე მეტი უცხოელია 30–ზე მეტი ქვეყნიდან. ცნობილია, რომ მძევლების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ კატარი და თურქეთი.

ერთი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე და მთელი რიგი ქვედანაყოფები გადაიყვანეს მაღალ მზადყოფნაში. პენტაგონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დრომდე არ არის მიღებული გადაწყვეტილებები რეგიონში ძალების განლაგების შესახებ. მანამდე პენტაგონმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაგზავნა ორი ავიამზიდი Gerald Ford და Dwight Eisenhower. ამავდროულად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაიწყო კანონპროექტის შემუშავება ისრაელში ამერიკელი სამხედროების გამოყენების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასთან" კონფლიქტი გადაიზარდა ირანთან უფრო დიდ ომში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S