Accentnews.ge
ლავროვი: რუსეთი "ძლიერ აფასებს" ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ ომში

ლავროვი: რუსეთი "ძლიერ აფასებს" ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ ომში

18/10/2023 18:28:30 მსოფლიო

რუსეთი „ძლიერ აფასებს“ ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერას უკრაინაში მოსკოვის ქმედებების მიმართ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში 18 ოქტომბერს.

ლავროვის კომენტარი გაკეთდა ორდღიანი ვიზიტის დაწყებისას, რომლის მიზანიც კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის ვიზიტისთვის საფუძვლის მომზადებაა,– იტყობინება France-Presse.

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ თქვენს პრინციპულ, ცალსახა მხარდაჭერას რუსეთის ქმედებების მიმართ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით“, - ციტირებს რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვისტი" ლავროვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოგზაურობა მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ვიზიტს რუსეთში პუტინთან შესახვედრად. ეს მისი პირველი მოგზაურობა იყო საზღვარგარეთ პანდემიის დაწყების შემდეგ.

გასულ კვირას თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ათასზე მეტი კონტეინერით გადასცა რუსეთს.

როგორც საერთაშორისო მედია იტყობინება, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოების სერია, როგორც მტკიცებულება სამხედრო ტვირთის გადატანის ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე. ვაშინგტონის ცნობით, ეს მოხდა 7 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.

„ჩვენ ვგმობთ კორეის სახალხო–დემოკრატიული რესპუბლიკის რუსეთისთვის ამ სამხედრო ტექნიკის გადაცემას, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და რუსეთთან არალეგიტიმური ომის წარმოებისთვის“, - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ფხენიანსა და მოსკოვს შორის პარტნიორობის გაფართოება საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთს „სრული და უპირობო მხარდაჭერა“ აღუთქვა სექტემბერში. მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი ომში გაიმარჯვებს და მას "წმინდა ბრძოლა" უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას "ბევრი საინტერესო პროექტი" აქვთ, მაგრამ სამხედრო თანამშრომლობაზე არ უსაუბრია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S