Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ ყირიმზე შეტევა ორი S-200–ით განხორციელდა

რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ ყირიმზე შეტევა ორი S-200–ით განხორციელდა

18/10/2023 16:54:55 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 18 ოქტომბერს ყირიმს ორი S-200–ის საზენიტო რაკეტით შეუტიეს, რომელიც გადაკეთდა დამრტყმელ ვერსიებად.

უწყების პესცენტრის ცნობით, თავდასხმა 17:40 საათზე მოხდა.

ამავე ცნობის მიხედვით, რაკეტები ჰაერში "გადაიჭირეს, ჩამოვარდნენ დაუსახლებელ რაიონში, რის შემდეგაც დეტონაცია განიცადეს. ამ მტკიცების დასტურად უწყებას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

რუსეთის თავდაცვა ამ თავდასხმაში კიევს ადანაშაულებს. უკრაინელი სამხედროებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე, 18 ოქტომბერს 17:34 საათზე სევასტოპოლის ცენტრალურ ნაწილში აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივ წყაროების ცნობით, აფეთქება სოფელ შაქარ ჰედის მიდამოში მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S