
facebook შეფერხებით მუშაობს
18/10/2023 16:39:52 საზოგადოება
facebook შეფერხებით მუშაობს. სოციალური ქსელით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
Downdector-ის მონაცემებით, მომხმარებელთა 39% ამბობს, რომ საიტზე შესვლის პრობლემა აქვს, 50%- ის თქმით, აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს, 11%-ს კი Facebook-ზე შესვლა უჭირს.
პრობლემაა სოციალურ ქსელში ბმულების გაზიარებისა და ფოტოებისა და ვიდეოების ატვირთვის კუთხითაც.