ბაიდენის მიერ ისრაელის დატოვებიდან რამდენიმე წუთში ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა
18/10/2023 16:17:45 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა.
ბორტი #1 ბენ გურიონის აეროპორტიდან უკვე აფრინდა. ბაიდენის გამგზავრებისთანავე ისრაელში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის ისრაელის ცენტრალურ ქალაქებში.
დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი თელ-ავივში დღეს დილით ჩავიდა და ისრაელს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.


