Accentnews.ge
კულება - ზელენსკის ისრაელში ვიზიტზე: თარიღების შეთანხმება სთხოვეს

კულება - ზელენსკის ისრაელში ვიზიტზე: თარიღების შეთანხმება სთხოვეს

18/10/2023 15:05:48 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება უარყოფს რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ისრაელმა უთხრა უარი უკრაინის პრეზიდენტს სოლიდარობის ვიზიტზე.

როგორც უკრაინელმა დიპლომატმა la Repubblica–თან აღნიშნა, თარიღების შეთანხმება ითხოვეს.

„თავს უარყოფილად არ ვგრძნობთ. ისრაელში ვიზიტი „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ მალევე განვიხილეთ, და მათ გვითხრეს, რომ დალოდება მოგვიწევს. მაშინ თელ-ავივში არც ერთ უცხო ლიდერს არ ელოდნენ. ახლა ფაზა შეიცვალა“, - განაცხადა კულებამ.

მანამდე ისრაელის მედია წერდა, რომ "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ვიზიტი მოითხოვა, მაგრამ მას უთხრეს, რომ “ჯერ შესაბამისი დრო არ არის მსგავსი ვიზიტებისთვის.”

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S