თურქეთი ადასტურებს "ჰამასთან" მოლაპარაკებებს
18/10/2023 13:53:55 მსოფლიო
თურქეთმა დაადასტურა მოლაპარაკება პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება "ჰამასთან" ისრაელის ტერიტორიიდან გატაცემული მძევლების გათავისუფლების თაობაზე. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, იუწყება Reuters.
მისი თქმით, ანკარა განიხილავს "ჰამასის" მიერ დატყვევებული უცხოელების, სამოქალაქო პირების და ბავშვების გათავისუფლებას. მან დასძინა, რომ ბევრმა ქვეყანამ მიმართა თურქეთს, დაეხმაროს საკუთარი მოქალაქეების გათავისუფლებაში.
"პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებები, მუშაობა გრძელდება. მოლაპარაკებები და შეხვედრები მიმდინარეობს დაზვერვის ქვედანაყოფების მეშვეობით",– თქვა თურქმა დიპლომატმა და დასძინა, რომ ჯერ საფუძველი არ შექმნილა.
მისი თქმით, სხვა ქვეყნები, კერძოდ კატარი, ასევე აწარმოებენ მოლაპარაკებებს "ჰამასის" ლიდერებთან, რომლებიც ამჟამად კატარში იმყოფებიან.
„ჩვენ დროდადრო ვესაუბრებით იქაურ მეგობრებს და პარტნიორებსაც. ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. ამერიკელებმა, გერმანელებმა (მოთხოვნები გადასცეს) თავიანთ მოქალაქეებთან დაკავშირებით. იყვნენ ისეთებიც, ვინც პირველივე დღიდან ითხოვდა დახმარებას მოქალაქეების გათავისუფლებაში. ”, - აღნიშნა ფიდანმა.
სხვადასხვა მონაცემებით, "ჰამასის" ტყვეობაში 200–მდე მოქალაქე რჩება 30–ზე მეტი ქვეყნიდან.


