აშშ–მა „ჰამასთან“ დაკავშირებულ 9 პირსა და ერთ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
18/10/2023 13:32:10 მსოფლიო
აშშ „ჰამასთან“ დაკავშირებულ 9 ფიზიკურ პირსა და ერთ ორგანიზაციას სანქციებს უწესებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ „ჰამასის“ ტერორისტებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა შეაგროვონ და გამოიყენონ თანხები სისასტიკის განსახორციელებლად და ისრაელის მოსახლეობის დასატერორებლად“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა.
სანქცირებულთა შორისაა აიმან ნოფალი, "ჰამასის" ერთ–ერთი ლიდერი, რომელიც არსებული ცნობებით, მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა.


