რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაციის გაუქმებას მხარი დაუჭირა
18/10/2023 12:29:05 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილებით კრემლი ცვლის სამართლებრივ პოზიციას ბირთვული იარაღის გამოცდის შესახებ დასავლეთთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე. კანონი ახლა სახელმწიფო სათათბიროს ზედა პალატას გადაეცემა, ხოლო შემდეგი ეტაპი რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერაა.
რუს კანონმდებლებს ცვლილებების შეტანისკენ 5 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა.
"ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მოქალაქეების წინაშე, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, შეერთებული შტატების ექსკლუზიური ბრალია", - განაცხადა რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
რუსეთი აცხადებს, რომ არ განაახლებს ტესტირებას მანამ, ვიდრე ამას აშშ არ გააკეთებს, მაგრამ შეიარაღების კონტროლის ექსპერტები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება ბირთვულ ესკალაციას გამოიწვევს.
რუსეთმა შეთანხმების რატიფიცირება 2000 წელს მოახდინა.


