Accentnews.ge
ავდეევკაზე შტურმის გამო რუსეთის არმია დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკას კარგავს

ავდეევკაზე შტურმის გამო რუსეთის არმია დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკას კარგავს

18/10/2023 12:10:50 მსოფლიო

ავდეევკაზე შტურმის გამო რუსეთის არმია დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკას კარგავს: შეტევის 6 დღის განმავლობაში რუსეთის არმიას ჯამურად 118 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა გაუნადგურდა. იმავე პერიოდში უკრაინის დანაკარგები 25 ერთეულს შეადგენს. ამდენად, სამხედრო ტექნიკაში დანაკარგების თანაფარდობა 1:5-მდე გაიზარდა,– აჯამებს ანალიტიკური პროექტი ORYX.

10-დან 16 ოქტომბრის მონაკვეთში რუსეთის არმიის მიერ განცდილი დანაკარგებს შორისაა: 27 ტანკი, 33 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მანქანა და 8 ჯავშანტრანსპორტიორი. ჯამურად უკრაინის არმიის კონტრიერიშის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგები ტექნიკაში შემდეგნაირად გამოიყურება: 386 ტანკი, 499 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 133 ჯავშანტრანსპორტიორი.

10-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით უკრაინის დანაკარგებს შორისაა: 4 ტანკი, 4 ჯავშანტრანსპორტიორი და 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა. კონტრიერიშის დაწყების შემდეგ უკრაინის არმიის ჯამურმა დანაკარგებმა შემდეგნაირად გამოიყურება: 155 ტანკი, 234 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 35 ჯავშანტრანსპორტიორი.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია გარდამტეხ წარმატებას ავდეევკასთან, "რუსეთის იერიშის ტემპი ეტაპობრივად მცირდება".

იხილეთ ასევე: რატომ უტევენ რუსები "დონეცკის კარიბჭეს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S