საფრანგეთის ექვს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა
18/10/2023 11:57:39 მსოფლიო
საფრთხის შემცველი გზავნილის მიღების შემდეგ, საფრანგეთის ექვს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა, – იუწყება სააგენტო "ფრანს პრესსი".
პოლიციის წარმომადგენლები ნიცის, ტულუზას, ნანტის, ლიონის, ლილისა და ბოვეს აეროპორტში შევიდნენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გადასამოწმებლად.
ბოვეს აეროპორტის წარმომადგენლების განცხადებით, მუქარის შემცველი გზავნილი ანონიმური შეტყობინებით მიიღეს.
ევაკუაციისა და საპოლიციო ღონისძიებების ჩატარების მიზეზით, არაერთი ფრენა გადაიდო.
"ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.
რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ არასში, სკოლის მასწავლებელს რადიკალი ისლამისტი დაესხა თავს და დანით მოკლა. პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპა თავად თავდამსხმელიც.


