ბერლინში სინაგოგას "მოლოტოვის კოქტეილებით" დაესხნენ თავს
18/10/2023 11:13:13 მსოფლიო
ბერლინში სინაგოგას "მოლოტოვის კოქტეილებით" დაესხნენ თავს, - ინფორმაცია ჯერ დასავლურ მედიაში გაჩნდა, შემდეგ ცნობა ადგილობრივმა პოლიციამ დაადასტურა.
არსებული ცნობებით, შენობაში სკოლაცაა განთავსებული.
გერმანული Bild-ის ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც იუწყებიან, უცნობმა პირებმა შენობის მისამართით ორი "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლეს.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კატეგორიულად დაგმო სინაგოგაზე თავდასხმა და მას შემაძრწუნებელი უწოდა.
შოლცის თქმით, გერმანია „არასდროს შეურიგდება ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმებს“.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გერმანიის პოლიციამ ებრაული ინსტიტუტების დაცვა გააძლიერა. ამასთან, აიკრძალა "ჰამასის" მხარდამჭერი აქტივობები. როგორც განიმარტა, მსგავს ღონისძიებებში ჩართვა სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება.


