Accentnews.ge
"როგორც ჩანს, ისრაელი არ არის პასუხისმგებელი საავადმყოფოს აფეთქებაზე" – ბაიდენმა  თელ-ავივს სრული მხარდაჭერა აღუთქვა

"როგორც ჩანს, ისრაელი არ არის პასუხისმგებელი საავადმყოფოს აფეთქებაზე" – ბაიდენმა  თელ-ავივს სრული მხარდაჭერა აღუთქვა

18/10/2023 10:21:43 მსოფლიო

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს ისევ აღუთქვა ამერიკის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა.

თელ-ავივში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკების დაწყებამდე ბაიდენმა თქვა, რომ სურდა ისრაელში პირადად ჩასულიყო, რათა ისრაელის ხალხმა და მთელმა მსოფლიომ იცოდეს აშშ-ის პოზიცია.

ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა და დაადასტურა, რომ ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა, ისიც განაცხადა, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს, რომელსაც ამ დაჯგუფებამ ბევრი ტანჯვა მოუტანა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მწუხარება და აღშფოთება გამოხატა ღაზის ჰოსპიტალში 17 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების გამო. როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ისრაელს არ გაუკეთებია:

"როგორც ჩანს, ისრაელი არ არის პასუხისმგებელი საავადმყოფოს აფეთქებაზე",– თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ ამაში ბევრი ადამიანია დარწმუნებული.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთელი ხალხის სახელით, აშშ-ის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ნამდვილი მეგობარი უწოდა.

ნეთანიაჰუს განცხადებით, დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს „ჰამასის“ წინააღმდეგ, ისევე, როგორც თავის დროზე გაერთიანდა ნაცისტების და ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

ისრაელის სამხედროებმა ოთხშაბათს დილით გამოაქვეყნეს სატელიტური სურათები, ვიდეო და, სავარაუდოდ, "ჰამასის" წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების ჩანაწერები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საავადმყოფოში აფეთქება მომხდარა არა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, არამედ ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, რომელმაც კურსი იცვალა და ჩამოვარდა. კონკრეტულად, საუბარია "ისლამურ ჯიჰადზე", რომელიც "ჰამასის" მოკავშირეა, მაგრამ არაა მის დაქვემდებარებაში.

ვარაუდობენ, რომ რაკეტა თავად საავადმყოფოს შენობას კი არ მოხვდა, არამედ მის შორიახლოს დაეცა, რის შემდეგაც საავადმყოფოში ხანზარი გაჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S