ВСУ: "ჰეზბოლას" ბოევიკებს "ვაგნერის" ინსტრუქტორები ამზადებენ სირიაში
18/10/2023 10:03:49 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრმა განაცხადა, რომ რუსული დაჯგუფება "ვაგნერის" წარმომადგენლები მონაწილეობენ რადიკალური მოძრაობა "ჰეზბოლას" ბოევიკების წვრთნებში. სწავლება სირიის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
„მთავარი ამოცანაა უკრაინაში ჩატარებული საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების გაზიარება: შეტევითი ოპერაციები მცირე ჯგუფებით, ბრძოლა ქალაქებში, კამიკაძე და დამრტყმელი დრონების გამოყენება“, - ნათქვამია ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის შეტყობინებაში.
ბარ-ილანის და არიელის უნივერსიტეტების პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორ ზეევ ჰანინის თქმით, ლიბანის ხელისუფლებას აშინებს ისრაელთან ომი:
”ჯერჯერობით, ეს ტერორისტული შიიტური ჯგუფი ცდილობს, ”შეასრულოს აქტი”, დროდადრო ბომბავს ისრაელის ჩრდილოეთს, აგზავნის იქ დივერსანტთა ჯგუფებს - და ჯერჯერობით იღებს პროპორციულ პასუხს ისრაელიდან. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ჯგუფი არ არის მზად ისრაელთან მესამე ომისთვის. თუმცა, ეს, მიუხედავად ლიბანისთვის მოსალოდნელი კატასტროფული შედეგებისა, არ გამორიცხავს მის ჩარევას იმ შემთხვევაში, თუ IDF ღაზაში ბრძოლებში ჩაიძირება“.


