Accentnews.ge
ბაიდენი ისრაელში ჩავიდა

ბაიდენი ისრაელში ჩავიდა

18/10/2023 09:17:36 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. თელ-ავივში მას ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.

თავისი ვიზიტით ბაიდენი ცდილობს გამოავლინოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის მიმართ, რადგან ის მუშაობს "ჰამასის" ლიკვიდაციისთვის, ასევე, სურს იპოვეს გზები ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად.

ბაიდენს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები არაბული ქვეყნების ლიდერებთანაც ამანში, თუმცა ღაზაში, ალ-აჰლის საავადმყოფოში წუხელ მომხდარი აფეთქების შემდეგ, ამ მოგზაურობის მეორე ნაწილი უკვე გაუქმებულია.

"ჰამასმა" სავადმყოფოზე თავდასხმაში, რომელსაც 500–მდე ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელი აადანაშაულა, თუმცა ისრაელმა დღეს გამოაქვეყნა კადრები, რომლებიც ამტკიცებს, რომ თავდასხმასთან მას კავშირი არ აქვს. კადრების მიხედვით, საავადმყოფოს თავზე ღაზადან გასროლილი რაკეტა ვარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S