Accentnews.ge
რუსეთის ორ რეგიონზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის ორ რეგიონზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

18/10/2023 09:11:19 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა აღკვეთა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ე.წ. თვითმფრინავის ტიპის 28 „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი" გაანადგურეს ბელგოროდის და კურსკის ოლქების და შავი ზღვის აკვატორიის თავზე. ტელეგრამ-არხით გამოქვეყნებულ შეტყობინებაში შედეგების შესახებ არაფერია ნათქვამი.

რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ირწმუნება, რომ დილის 5 საათისთვის განხორციელებული შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სტაროვოიტის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, ჩამოგდებულია 6 და ჩახშობილია 4 დრონი. 6 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი. მისი წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.

რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე დრონებით შეტევა ხშირად ხდება. უკრაინის ხელისუფლება ამ თავდასხმებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S