
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ვითარება დაიძაბა
12/12/2019 06:40:20 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის კენჭისყრის პროცესი უნდა გაიმართოს, ვითარება დაიძაბა.
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დეპუტატ ეკა ბესელიასა და კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს შორის. ბესელიამ ოხანაშვილს მიმართა, რომ ნუ უზღუდავს საუბრის უფლებას. მწვავე გამოსვლა ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას, რის შემდეგაც ოხანაშვილმა ბოკუჩავასთვის ჯერ მიკროფონის გამორთვის, შემდეგ კი მისი დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო. თუმცა ბოკუჩავა იურიდიული კომიტეტის სხდომის დატოვებაზე უარს ამბობს.
ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით გამოთქვამდა კრიტიკულ მოსაზრებას.
„ამათი დღის წესრიგია, ამათ უნდათ სხდომის ჩაშლა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე 5–წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. თუმცა დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. მანდატურებს ჟურნალისტები და რიგი დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაჰყავთ.