Accentnews.ge
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა

18/10/2023 08:08:48 საზოგადოება

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა. კერძოდ, დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას გოგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს.

გოგი ჩიქოვანი ამ პოზიციაზე ლაშა მაჭავარიანს შეცვლის.

„მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გოგი ჩიქოვანის კანდიდატურა. მან რამდენიმე თვის წინ დაიკავა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არის კარგი მენეჯერი, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია თამამად შეეჭიდოს გამოწვევებს. გოგი ჩიქოვანმა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე კარგი შედეგი აჩვენა. მინდა მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის ლაშა მაჭავარიანს, რომელიც აქამდე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. წარმატებებს ვუსურვებ მას მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S