"ATACMS-მა თავი წარმოაჩინა" - ზელენსკიმ აშშ–ს მადლობა გადაუხადა რაკეტებისთვის
18/10/2023 07:30:37 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში „განსაკუთრებული მადლიერება“ გამოხატა ამერიკის შეერთებულ შტატების მიმართ და თქვა, რომ ATACMS–ებმა საკუთარი თავი წარმოაჩინეს.
„პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენი შეთანხმებები სრულდება. სრულდება ძალიან ზუსტად –ATACMS–ებმა საკუთარი თავი წარმოაჩინეს", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
უკრაინა ერთ წელზე მეტია, ვაშინგტონს სთხოვს ATACMS-ის მიწოდებას, რომელსაც შეუძლია 100 მილის (ანუ 160 კილომეტრის) ან მეტ მანძილზე სამიზნეების განადგურება. მას მეტი მოქმედების რადიუსი აქვს, ვიდრე სხვა იარაღებს, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა აქამდე გაგზავნა უკრაინაში.
17 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში უკრაინის სპეცოპერაციულმა ძალებმა დაადასტურა ღამის ოპერაცია ბერდიანსკსა და ლუგანსკში, რამაც რუსულ მხარეს "მნიშვნელოვანი დანაკარგები" მიაყენა.
სპეცოპერაციულმა ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა დაკარგეს ცხრა შვეულმფრენი, მათი ტექნიკური აღჭურვილობა, საჰაერო თავდაცვის გამშვები სადგური, საბრძოლო მასალის საცავი და დაზიანდა აეროდრომის ასაფრენი ბილიკები. დანაკარგებია რუსეთის არმიის პირად შემადგენლობაშიც.
”ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარტყმა ჩრდილოეთ სამხედრო ოლქში. თუ არა ყველაზე სერიოზული“, - ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი Z-გვერდი უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმას.
რუსმა პროპაგანდისტებმა ასევე გამოაქვეყნეს დაზიანებული აეროდრომების სატელიტური სურათები და ვარაუდობდნენ, რომ შეტევა განხორციელდა ATACMS–ის ბალისტიკური რაკეტით - MGM-140-ის მოდიფიკაცია კასეტური ქობინით. იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დათანხმდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ასეთი რაკეტების გადაცემაზე, ამერიკულმა მედიამ 9 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია.
The Washington Post, უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნისა და რამდენიმე სხვა დასავლური მედიასაშუალებაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 17 ოქტომბერს პირველად გამოიყენეს აშშ-ს მიერ მოწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის აეროდრომებისა და საბრძოლო მასალის საცავების წინააღმდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. .


