Accentnews.ge
უკრაინამ აშშ-ისგან ყველა დაპირებული "Abrams"-ი მიიღო

უკრაინამ აშშ-ისგან ყველა დაპირებული "Abrams"-ი მიიღო

18/10/2023 06:29:42 მსოფლიო

უკრაინამ აშშ-ისგან ყველა - 31-ვე დაპირებული ტანკი "Abrams"-ი მიიღო, - განაცხადა აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა ევროპასა და აფრიკაში მარტინ ო' დონელიმ.

მისივე თქმით, ყველა უკრაინელი სამხედრო, რომელიც ამერიკელებთან ერთად "აბრამსების" სამართავად წვრთნებს გერმანიაში გადიოდა, სამშობლოშია დაბრუნებული და ამ სამხედრო მანქანების წარმატებით გამოყენებას შეძლებს.

"ჩვენ გარიგების ჩვენი ნაწილი შევასრულეთ. კიევს ასევე მიეწოდა საბტრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები" - დასძინა ო' დონელიმ.

ამასთან, როგორც ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები განმარტავენ, ბრძოლის ველზე "აბრამსების" გაგზავნამდე უკრაინულ სარდლობას გადასაწყვეტი აქვს, სად და რა დროს გამოიყენოს ეს მანქანები რუსული ჯარის წინააღმდეგ ბრძოლებში მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად.

"აბრამსი" - გასაოცრად კარგი საბრძოლო ტექნიკაა, მაგრამ პანაცეას არ წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, ბრძოლაში წარმატებას მაინც უკრაინის ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვების ჟინი განაპირობებს" - დასძინა ო'დონელიმ.

ცნობისთვის, პირველი "აბრამსები" უკრაინას სექტემბერში მიეწოდა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების არსენალში არსებულ სხვა დასავლურ ტანკებს შეემატა. უკრაინული მხარე უკვე იყენებს ბრძოლის ველზე გერმანულ "ლეოპარდ - 2" -სა და ბრიტანულ "ჩელენჯერ - 2" - ს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროიდან აშშ-მა უკრაინას უკვე დაახლოებით 44 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება გაუწია. პენტაგონს უკრაინის დახმარების მიზნით კონგრესის მიერ უკვე დამტკიცებული სახსრებიდან კიდევ დაახლოებით 5 მილიარდი რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S