რუსეთი ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე, ასევე შავი ზღვის აკვატორიის თავზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება
18/10/2023 06:27:17 მსოფლიო
რუსეთი ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე, ასევე შავი ზღვის აკვატორიის თავზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა აღკვეთა“.
სამინისტროს მტკიცებით,"28 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ბელგოროდის და კურსკის ოლქების და შავი ზღვის აკვატორიის თავზე". თავდაცვის უწყების ტელეგრამ-არხით გამოქვეყნებულ შეტყობინებაში შედეგების შესახებ არაფერია ნათქვამი.
რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ირწმუნება, რომ დილის 5 საათისთვის განხორციელებული შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სტაროვოიტის ცნობით, ჩამოგდებულია 6 და ჩახშობილია 4 დრონი. 6 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლაც გლადკოვი. მისი წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.
რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე დრონებით შეტევა ხშირად ხდება. უკრაინის ხელისუფლება ამ თავდასხმებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.


