იორდანიამ აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობით დაგეგმილი ოთხმხრივი სამიტი გააუქმა
18/10/2023 05:00:20 მსოფლიო
ღაზას სექტორში სამედიცინო ჰოსპიტალზე დიდი მსხვერპლის მომტანი სარაკეტო იერიშის გამო იორდანიამ 18 ოქტომბრისთვის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მონაწილეობით დაგეგმილი ოთხმხრივი სამიტი გააუქმა, - იუწყება ტელეარხი "Aljazeera" ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან ას-საფადიზე დაყრდნობით.
მანამდე სამიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა.
ბაიდენისა და აბასის გარდა, სამიტში ეგვიპტეს პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ას-სისისა და იორდანიის მეფე აბდალა II-ს უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
"ახლა ომის დასრულების გარდა, სხვა ნებისმიკერ თემაზე საუბარმა აზრი დაკარგა. სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება პალესტინასთან, ეგვიპტესა და აშშ-სთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული" - განაცხადა აიმან ას-საფადიმ.
თეთრმა სახლმა იორდანიაში ბაიდენის ვიზტის გაუქმება უკვე დაადასტურა. ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში მხოლოდ ისრაელს ეწვევა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პალესტინური დაჯგუფება "ჰამასის" თავდასხმასთან დაკავშირებით ვაშინგტონის მიერ ისრაელის მხარდაჭერას დაუდასტურებს, თუმცა ამავდროულად "მკაცრ კითხვებს" დაუსვამს ღაზას სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა კონ კირბიმ.
ცნობისთვის: პალესტინური დაჯგუფება "ჰამასის" წარმომადგენლები და რიგი მუსლიმური ქვეყნების ,ლიდერები ირწმუნებიან, რომ ჰოსპიტალზე საჰაერო იერიში ებრაულმა არმიამ განახორციელა, თუმცა თელ-ავივი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტის მიზეზი დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" მიერ წარუმატებლად გაშვებული რაკეტა გახდა.
ალ-ახლის საავადმყოფოს დაბომბვის შედეგადაც 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


