კირბი: ბაიდენი ისრაელის ხელმძღვანელობას ომის შესახებ მკაცრ კითხვებს დაუსვამს
18/10/2023 05:51:51 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, ისრაელის ხელმძღვანელობას ქვეყანაში ვიზიტის დროს "მკაცრი კითხვები" დაუსვას ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის ტაობაზე, - განაცხადა ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარებ ჯონ კირბიმ.
"ბაიდენი რიგ მკაცრ კითხვებს დასვამს, როგორც ისრაელის ნამდვილი მეგობარი, მაგრამ კითხვები აუცილებლად იქნება" - დააზუსტა კირბიმ.
მისივე თქმით, ბაიდენი ჯერ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება, ხოლო შემდეგ მათ მოლაპარაკებებს საომარი დროის მთავრობის წევრები შეუერთდებიან, რომელთაგანაც აშშ-ის ლიდერი გეგმავს, ინფორმაციის მიღებას "ადგილებზე არსებული ვითარების, მიზნების, და უახლოესი დღეებისა და კვირებისთვის მათი გეგმების თაობაზე".
"ბაიდენს გადაწყვეტილი აქვს, ნათლად მიანიშნოს თანამოსაუბრეებს, რომ აშშ კონფლიქტის გაფართოებისა და გაღრმავებს წინააღმდეგია, თუმცა ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს ისრაელის დასახმარებლად" - განაცხადა კირბიმ.
ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორიცელებული შეტევის დროს დაღუპულთა და ტყვედ აყვანილთა ოჯახის წევრებსაც შეხვდება.
ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი მეზობელ იორდანიაში აპირებდა გამგზავრებას არაბი ლიდერების სამიტში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა იორდანიის მეფემ აბდალამ ღონისძიება გააუქმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ღაზას სექტორში ალ-ახლის საავადმყოფოს დაბომბვის თაობაზე, რის შედეგადაც 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
პალესტინური დაჯგუფება "ჰამასის" წარმომადგენლები და რიგი მუსლიმური ქვეყნების ,ლიდერები ირწმუნებიან, რომ ჰოსპიტალზე საჰაერო იერიში ებრაულმა არმიამ განახორციელა, თუმცა თელ-ავივი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტის მიზეზი დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" მიერ წარუმატებლად გაშვებული რაკეტა გახდა.
საბოლოო ჯამში, როგორც სააგენტო Reuters აღნიშნავს, ახლო აღმოსავლეთში ბაიდენის ისედაც არცთუ მარტივი ვოიაჟი ფაქტობრივად ჩაიშალა. ახლა აშშ-ის პრეზიდენტი მხოლოდ ისრაელს ეწვევა, რომელიც "ჰამასის" გასანადგურებლად ღაზაში სახმელეთო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება და ეს უკანასკნელი, გერმანული Der Spiegel-ის ინფორმაციით, 15 ოქტომბრიდან ბაიდენის ვიზიტის დასრულებამდე გადადო.


