მედია: აშშ-მა სამხრეთ კორეაში სტრატეგიული ბომბდამშენი პირველად გადაისროლა
17/10/2023 18:48:58 მსოფლიო
სამხრეტ კორეაში პირველად ჩავიდა ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიული ბომბდამშენი. В-52H Stratofortress, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა ძალუძს, - იუწყება ადგილობრივი სააგენტო Yonhap News.
მისივე ინფორმაციით, ბომბდამშენი სეულიდან 112 კილომეტრში, ჩხონჟუს ავიაბაზაზე დაეშვა.
მისი ქვეყანაში ჩასვლის ოფიციალურ მიზნად სეულის აეროკოსმოსურ და თავდაცვის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა სახელდება. თუმცა როგორც გამოცემა იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ხსენებული ბომბდამშენი სამხრეთ კორეაში ჩასვლამდე აშშ-სთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა მეხუთე თაობის სამხრეთკორეულ ბომბდამშენებთან F-35A ერთად.
"ამ წვრთნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გამორჩეული ერთობლივი ოპერატიული შესაძლებლობები და აშშ-ის ერთგულება კურსისადმი, რესპუბლიკის დასაცავად შეკავება გააფართოვოს" - განაცხადეს სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებში.
ორი სტრატეგიული ბომბდამშენი В-52H აშშ-ის ლუიზიანას შტატში მდებარე ბარკსდეილის აციაბაზიდან აფრინდა. "ინტერფაქსის" ცნობით, ერთი მათგანი წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილში მდებარე ამერიკულ კუნძულ გუამისკენ გაფრინდა, მეორე კი - სამხრეთ კორეაში.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სამხრეთკორეულ ქალაქ პუსანში ამერიკული ატომური ავიამზიდი USS Ronald Reagan-იც ჩავიდა. როგორც სამხრეთ კორეის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა კიმ მენსუმ განაცხადა, ეს ვიზიტი "ამერიკასა და სამხრეთ კორეას დაეხმარება გაერთიანებული თავდაცვითი პოზიციის განმტკიცებაში ჩრდილოეთ კორეის განგრძობად პროვოკაციებზე მყისიერი და ძლიერი პასუხის გასაცემად".
ცნობისთვის: აშშ-ს თავისი მოკავშირეების დაცვის ვალდებულება აქვს აღებული, მათ რიცხვშია სამხრეთ კორეაც. ამ ვალდებულების აღსასრულებლად მხარეები მზად არიან, ყველა თავისი სამხედრო შესაძლებლობა გამოიყენონ, ბირთვული იარაღის ჩათვლით, - განმარტავს Yonhap News.


