Accentnews.ge
Oryx: ავდეევკაზე შეტევის დაწყებიდან დღემდე სამხედრო ტექნიკის კუთხით რუსეთის დანაკარგები უკრაინისას 5-ჯერ აღემატება

Oryx: ავდეევკაზე შეტევის დაწყებიდან დღემდე სამხედრო ტექნიკის კუთხით რუსეთის დანაკარგები უკრაინისას 5-ჯერ აღემატება

17/10/2023 18:42:43 მსოფლიო

უკრაინის დონეცკის ოლქის აცდევკის რაიონზე 6-დღიანი შეტევის განმავლობაში რუსულმა არმიამ უკრაინულზე 5-ჯერ მეტი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა დაკარგა, - იუწყება პროექტი Oryx .

კერძოდ, 10-16 ოქტომბრის პერიოდში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 120 ერთეულამდე ტექნიკა დაკარგეს, 27 ტანკის, ქვეითთა 33 საბრძოლო მანქანისა და 10-მდე ჯავშანტრანსპორტიორის ჩათვლით. თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც რეგიონს აგრესორისგან იცავენ, სულ 25 ერთეული ტექნიკა დაკარგეს, 4 ტანკის, 4 საბრძოლო მანქანისა და 2 ჯავშანტრანსპორტიორის ჩათვლით.

ცნობისთვის: ავდეევკის რაიონში რუსული შეტევა 10 ოქტომბერს დაიწყო. რუსი Z - ბლოგერები აღნიშნულ მიმართულებაზე პუტინის ჯარის წარმატების შესახებ იუწყებოდნენ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს პროპაგანდისტული დეზინფორმაცია იყო. უკრაინის თავდაცვის ძალების ტავრიის მიმართულების გაერთიანებული პრეს-ცენტრის სპიკერმა ალექსანდრე შტუპუნმა ავდეევკის რაიონში რუსების მოქმედება ბახმუტის ოპერაციას შეადარა.

Oryx - ის ინფორმაციით, ივნისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1120 ერთეულამდე სამხედრო ტექნიკა დაკარგეს, 155 ტანკის, 234 საბრძოლო მანქანისა და 35 ჯავშანტრანსპორტიორის ჩათვლით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კი - 2080 ერთეულამდე ტექნიკა, 386 ტანკის 500-მდე საბრძოლო მანქანისა და 133 ჯავშანტრანსპორტიორის ჩათვლით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S