Accentnews.ge
ზელენსკი ადასტურებს, რომ აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები გაუგზავნა

ზელენსკი ადასტურებს, რომ აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები გაუგზავნა

17/10/2023 17:20:09 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს ინფორმაციას, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები გაუგზავნა.

ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისთვის! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! განსაკუთრებით მადლობელი ვარ შეერთებული შტატების. პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენი შეთანხმებები სრულდება. ისინი ძალიან ზუსტად სრულდება და ეს ATACMS-ებმა დაადასტურა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: მანამდე, ამერიკულმა გამოცემამ The Wall Street Journal-მა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-მა უკრაინაში ATACMS შორი მანძილის რაკეტები “მცირე რაოდენობა” საიდუმლოდ გააგზავნა და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გამოიყენეს ისინი ოკუპირებულ ლუგანსკსა და ბერდიანსკში რუსეთის აეროდრომებზე დარტყმებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S