Accentnews.ge
პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა

პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა

17/10/2023 15:39:21 პოლიტიკა, სამართალი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც აშშ რუს სპეცსამსახურებთან კავშირში ამხელს და ქართველ–რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

„საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას", -ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარცხალაძის შეწყალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.

ამ ეტაპზე უცნობია, ავტომატურად გავრცელდება თუ არა მასზე სანქციების წესი, რომლისგანაც ის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საკუთარი ბრძანებით დაიცვა, თუმცა ცნობილია, რომ მან ქონება შვილს დაჩქარებული წესით გადაუფორმა. რაც შეეხება რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მოკვლევას აწარმოებს, შემდეგ მთავარმა პროკურატურამ აცნობა საზოგადოებას, რომ სუს–ი საქმეს იძიებს. რაიმე შემზღუდავი ზომების მიღების თაობაზე არაფერია ცნობილი – უწყებები არ საუბრობენ. კერძოდ, მაგალითად, უცნობია, აქვს თუ არა ფარცხალაძეს ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვა იგივე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S