23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
17/10/2023 15:22:59 მსოფლიო
23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ.
"მანევრები რამდენიმე რეგიონში გაიმართება, მათ შორის ბაქოში, ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩატრადება", – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
მისი ცნობით, ერთობლივი ტაქტიკური წვრთნა ეძღვნება თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, თურქეთის სამხედროების ჯგუფი და საავიაციო ტექნიკა უკვე აზერბაიჯანშია.


