Accentnews.ge
აშშ–მა უკრაინის ენერგეტიკული სისტემისთვის 522 მლნ დოლარი გამოყო

აშშ–მა უკრაინის ენერგეტიკული სისტემისთვის 522 მლნ დოლარი გამოყო

17/10/2023 14:59:34 მსოფლიო

აშშ-მ ენერგეტიკული აღჭურვილობის შესაძენად და ენერგო სისტემის მხარდასაჭერად უკრაინას 522 მილიონი დოლარი გამოუყო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრა.

„რთული ზამთრის ზღვარზე ვართ. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავძლიოთ ერთ-ერთი ყველაზე რთული სეზონი ბოლო პერიოდის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ამ ზამთარში გვაქვს არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ენერგიის აღდგენის საშუალებაც“, - განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერის განცხადებით, ქვეყანა ზამთრის სეზონისთვის 100%-ით მზადაა.

ცნობილია, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ატომური ელექტროსადგურის ცხრავე ერთეული იმუშავებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S