Accentnews.ge
რა დახმარება გაუწიეს საქართველოს NATO-მ, ევროკავშირმა და ბროტანეთმა კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით

რა დახმარება გაუწიეს საქართველოს NATO-მ, ევროკავშირმა და ბროტანეთმა კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით

17/10/2023 13:14:39 მსოფლიო

„მინისტრის ფორმატის“ ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება დაუთმო, მათ შორის კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხს.

როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

„ევროკავშირისაგან ბოლო ორ წელიწადში ჯამში 4 მლნ ევრომდე იქნა გამოყოფილი. ნატო–სთან თანამშრომლობის ფარგლებში აღსანიშნავია კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ჩამოყალიბება, რომელიც იქნა დაფინანსებული გრანტით 700 000 ევროს ფარგლებში“, -ხაზგასმით აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, დიდი ბრიტანეთის ძალისხმევაც გამოყო და განაცხადა, რომ ბრიტანული მხარე აქტიურად მუშაობს პროექტირება-მშენებლობის გეგმაზე.

მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში ბრიტანული მხარე თანადაფინანსებით გამოყოფს 5 მლნ ფუნტს, დანარჩენ ფინანსური რესურსს კი, ქართული მხარე შეავსებს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2024 წელს თბილისში კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობას დაიწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S