Accentnews.ge
ჯუანშერ ბურჭულაძე: „თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს ნატო–სთან თანამშრომლობას დაარსებული პოლიტიკური ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების ეფექტურ განხორციელებას“

ჯუანშერ ბურჭულაძე: „თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს ნატო–სთან თანამშრომლობას დაარსებული პოლიტიკური ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების ეფექტურ განხორციელებას“

17/10/2023 13:06:49 მსოფლიო

„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვისმინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო–სთან თავსებადობის ამაღლებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვისა და და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის როლი უფრო გაიზრდება.

„ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებისა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, ყველა არსებულ მექანიზმს ვიყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნატო ჩვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უალტერნატივო ალიანსია. ამიტომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ნატო–სთან თანამშრომლობასა და არსებული პოლიტიკური ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების ეფექტურ განხორციელებას. თავდაცვის სამინისტრო ასევე მაქსიმალურად არის ჩართული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიღწევის გზაზე სხვადასხვა მექანიზმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დეპუტატებს თანამშრომლობის ფორმატებსა და პრაქტიკულ ინსრუმენტებზე, მათ მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ალიანსთან თანამშრომლობის პროცესში, მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელებასა და ნატო–ს ეგიდით მიმდინარე სწავლებებსა და ოპერაციებში ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვისპოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში ერთობლივი მონაწილეობა, 2021 წლიდან ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობა.

„წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს პრაქტიკულითანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულებადა მასში გაწერილი ინიციატივების ეფექტურად დანერგვა. აღნიშნული მექანიზმი ნატო–ს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის უდიდესი პროექტია პარტნიორ ქვეყნებთან არსებული პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებს შორის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დინამიკას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S