Accentnews.ge
ვატიკანში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

ვატიკანში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

17/10/2023 11:47:22 მსოფლიო

ვატიკანის ირგვლივ მთელი ტერიტორია ახლა სპეციალური კონტროლის ქვეშაა, პოლიციამ გააძლიერა უსაფრთხოების რეჟიმი იმ ზონაში შესაძლო საფრთხის გათვალისწინებით, რომელიც "მოწყვლადად" ითვლება. იუწყება ANSA.

„პერსონალს ეცნობა მუდმივი სიფხიზლის აუცილებლობის შესახებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რათა დაიცვას საკუთარი და სხვების უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ რეაგირების თაობაზე ნებისმიერ სიტუაციაზე, რომელიც უჩვეულოდ ჩაითვლება“, - ნათქვამია ვატიკანის ჟანდარმერიის განცხადებაში.

წმინდა პეტრეს მოედნის მიდამოში დღეს აღჭურვილი კარაბინიერები მორიგეობენ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში საფრთხის დონე რამდენიმე დღის წინ გაიზარდა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა მილანში ჩატარებულ ოპერაციაზე, რომლის ფარგლებშიც ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის ორი წევრი დააკავეს.

"მადლობა პოლიციას და სასამართლო ხელისუფლებას იმ ოპერაციისთვის, რამაც გამოიწვია ISIS-ის ორი მებრძოლის დაკავება. მთავრობა გააგრძელებს გადამწყვეტი პრევენციული ქმედებებით მუშაობას მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად," დასძინა მან.

16 ოქტომბერს, საღამოს ბრიუსელში შეიარაღებულმა პირმა ფეხბურთის გულშემატკივრებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა ორი შვედი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ყვიროდა „ალაჰ აკბარ“ და იყო ISIS-ის მხარდამჭერი.

17 ოქტომბერს ეჭვმიტანილი ბელგიის დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში დააკავეს. დაკავებისას ის მძიმედ დაიჭრა რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ბელგიელ კოლეგასთან კომუნიკაციის შემდეგ განაცხადა, რომ ტერაქტი მიმართული იყო „შვედეთისა და შვედი ხალხის წინააღმდეგ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S